მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვევა

05 დეკემბერი 2022, 14:17 568 ნახვა

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვევა.

ტურნირის ფავორიტად აღიარებული ბრაზილიის ნაკრები, რომელსაც ნეიმარი უბრუნდება, სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება. იაპონიის ნაკრების მეტოქე კი ლუკა მოდრიჩის ხორვატია იქნება.

ხვალ, პორტუგალია შვეიცარიას ეთამაშება, ესპანეთი მაროკოს, რის შემდეგაც მეოთხედფინალისტების ვინაობა გაირკვევა.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები, რომელმაც ავსტრალია დაამარცხა, მეოთხედფინალში ნიდერლანდების გუნდს დაუპირისპირდება, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები კი ინგლისის ნაკრებს ეთამაშება.

დღევანდელი მატჩები 19:00 და 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში