ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესისთვის 50-მდე კურორტის საპრივატიზაციო პაკეტის შეთავაზებას გეგმავს - ლევან დავითაშვილი

05 დეკემბერი 2022, 17:48 394 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უახლოეს ხანებში ბიზნესისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული 50-მდე კურორტის საპრივატიზაციო პაკეტის შეთავაზებას გეგმავს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შესწავლილ იქნა როგორც არსებული კურორტების მდგომარეობა, ასევე პერსპექტიული, პოტენციური კურორტების განვითარების შესაძლებლობები.

"დღეს შეფასებული და გამზადებულია 50-მდე ლოკაცია, რომლებიც, ჩვენი აზრით, ინვესტორებისთვის იქნება საინტერესო. ესენია სხვადასხვა მიმართულების ლოკაციები – ბალნეოლოგიური თუ სხვა მიზიდულობის მქონე. ჩვენ უახლოეს ხანებში დავიწყებთ ბიზნესთან პროაქტიულ კომუნიკაციას, რათა მოვიზიდოთ ინვესტიციები. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაიწყებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო შეთავაზებებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში