„ბათუმი ავარიული სახლების“ პროექტის ფარგლებში, 688 ოჯახს ახალი ბინები აუშენდება - ბათუმის მერია

06 დეკემბერი 2022, 11:21 1599 ნახვა

სახელმწიფო პროგრამა "ბათუმი ავარიული სახლების" ფარგლებში დამატებით 3 მისამართზე ახალი კომპლექსი აშენდება და ბინა ავარიულ სახლებში მცხოვრებ 688 ოჯახს გადაეცემა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბინები ჩაბარდება სრული რემონტით.

მათივე ინფორმაციით, კომპლექსის საერთო სამშენებლო ფართი 53 ათას კვ. მეტრს მოიცავს, სადაც საცხოვრებელი შენობების გარდა განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნები და ტრენაჟორები, მოეწყობა მწვანე სივრცეები, საპარკე ინვენტარი, განათება და სანიაღვრე სისტემები.

"ბათუმის მერიამ შესაბამისი სამშენებლო ტენდერი უკვე გამოაცხადა შემდეგ 3 მისამართზე:

კახაბრის N30, ხიმშიაშვილის N94-96, ე.წ. ,,შანხაი’’-ის დასახლება -ა. ჩხაიძის ქ. №7-ში

საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებულია კომერციული ფართების მოწყობა, რომელიც მერიის ბალანსზე იქნება.

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი ავარიულ პირობებში ცხოვრობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყველა ოჯახი, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთო საცხოვრისით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში