საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი სპორტსმენების მიმართ სანქციები ძალაში დატოვა

06 დეკემბერი 2022, 11:17 486 ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ძალაში დატოვა სანქციები რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიმართ.

„პოზიცია არ შეცვლილა – დაცვითი ზომები, რომელიც მოქმედებს თებერვლიდან, ძალაში რჩება. ამ მომენტისთვის არ დამდგარა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქციების მოხსნის დრო“, – განაცხადა კომიტეტის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა.

2022 წლის თებერვლის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაცია მისცა – უკრაინაში რუსული აგრესიის გამო არ დაუშვან რუსი და ბელარუსი ათლეტები საერთაშორისო ტურნირებზე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში