ჯოვინო ფლამარიონი ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა

06 დეკემბერი 2022, 11:18 794 ნახვა

ჯოვინო ფლამარიონი ეროვნული ლიგის ბომბარდირია – ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა დასრულებულ სეზონში 19 გოლი გაიტანა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. ელიგის 2022 წლის საუკეთესო მეგოლემ ყველა კონკურენტი დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა. 

ჯოვინომ 19 გოლის გარდა, 6 საგოლე გადაცემაც გააკეთა და გოლს პლიუს ასისტი ფორმატითაც საუკეთესო შედეგი აქვს. მეორე ადგილზე გასულმა ირაკლი რუხაძემ 13 გოლი გაიტანა, ხოლო მეამეადგილოსანმა ირაკლი სიხარულიძემ – 12.

ეროვნული ლიგის ტოპ 5 ბომბარდირს შორის „დინამო“ ბათუმის კიდევ ერთი ფეხბურთელი მათე ვაწაძე მოხვდა, რომელმაც 10 გოლი გაიტანა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში