ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო რეიტინგში ლიდერობენ

06 დეკემბერი 2022, 10:18 427 ნახვა

ტოკიოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. 90 კილოგრამში მოწინავე ხუთეულს დაუბრუნდა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელიც იაპონიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ხუთეულშია კიდევ ერთი ქართველი ბექა ღვინიაშვილი. თავიანთ წონებში ლიდერობას ინარჩუნებენ ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი. გრიგალაშვილი 7 496 ქულით ყველა წონის ლიდერიცაა.

მძიმე წონაში მეორე ადგილზეა გურამ თუშიშვილი. ქალთა კლასიფიკაციაში ეთერ ლიპარტელიანი 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-5 ადგილზეა, ხოლო სოფიო სომხიშვილი მძიმე წონაში მეცხრამეტეა.

ძიუდოს რეიტინგში მორიგი ცვლილებები წლის დასკვნითი ტურნირის შემდეგ იქნება, რომელიც ისრაელშია დაგეგმილი: 20-22 დეკემბერს იერუსალიმი 2022 წლის მასტერსს უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში