ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე

06 დეკემბერი 2022, 11:21 487 ნახვა

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისპანის ტორფნარზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი სივრცეების, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას გეგმავს.

ასევე, გაკეთდება შემეცნებითი სივრცე, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში