მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების განრიგი ცნობილია

06 დეკემბერი 2022, 15:05 881 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში იმყოფება, სადაც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებენ. 

გიორგი ასანიძის შემადგენლობაში სულ 10 სპორტსმენია. ყურადღების ეპიცენტრში კი ტრადიციულად ლაშა ტალახაძეა, რომელიც მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ეცდება. ტალახაძე 17 დეკემბერს თბილისის დროით 01:30 საათზე გამოვა.

ქართველი ძალოსნების განრიგი კი ასეთია:

  • 7 დეკემბერი 20:30 სთ. გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.);
  • 8 დეკემბერი 01:30 სთ. შოთა მიშველიძე (61 კგ.);
  • 8 დეკემბერი 23:00 სთ. გურამ გიორბელიძე (67 კგ.);
  • 9 დეკემბერი 23:00 სთ. კახი ასანიძე (73 კგ.);
  • 12 დეკემბერი 04:00 სთ. რევაზ დავითაძე (89 კგ.);
  • 12 დეკემბერი 23:00 სთ. ირაკლი გობეჯიშვილი (96 კგ.);
  • 14 დეკემბერი 04:00 სთ. ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.);
  • 16 დეკემბერი 04:00 სთ. გიორგი ჩხეიძე/ზაზა ლომთაძე (109 კგ.);
  • 17 დეკემბერი 01:30 სთ. ლაშა ტალახაძე (+109 კგ.).

ბოგოტას მსოფლიოს ჩემპიონატზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების გათამაშება დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში