ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 60 სამხედრო, მათ შორის მარიუპოლის 34 დამცველი დაიბრუნა

06 დეკემბერი 2022, 16:52 526 ნახვა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ცნობით, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში ბრუნდება 60 სამხედრო, რომელთა შორის მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველები არიან.

ტყვეობიდან გათავისუფლდა მარიუპოლის 34 დამცველი, მათგან 14 „აზოვსტალის“ დამცველია. სამხედროებს შორის 15 ოფიცერი და 45 რიგითი და სერჟანტია.  გათავისუფლებულებს შორის ასევე არიან სამხედროები, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად დასახლება ელენოვკაში იმყოფებოდნენ.

"ტყვეების კიდევ ერთი წარმატებული გაცვლა. სიმბოლურია. უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს ბრუნდება შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის 60 ჯარისკაცი - 58 კაცი და ორი ქალი, 15 ოფიცერი და 45 რიგითი და სერჟანტი. ეს არის საუკეთესო ამბავი დღესასწაულის დღეს, რადგან გმირები ცოცხლები უნდა იყვნენ", - წერს ერმაკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში