კალათბურთი: ბათუმმა კიდევ ერთი შეხვედრა წააგო

06 დეკემბერი 2022, 18:37 490 ნახვა

დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში „ბათუმი“ სტუმრად თბილისის „ვერას“ დაუპირისპირდა და 87:89 დამარცხდა. ზღვისპირელთაგან საუკეთესო კაილი რიდლი იყო, რომელმაც გუნდს 21 ქულა შესძინა. „ვერას“ კალათბურთელი ჯამირ კოულმენი კი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე 22 ქულა, 13 მოხსნა და ექვსი პასია. ბათუმელები მიმდინარე გათამაშებაში ორი მოგებით, ოთხი მარცხით და რვა ქულით მეექვსე პოზიციაზე არიან. მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 11 დეკემბერს ისევ სტუმრად, ამჯერად „მეგას“ წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში