ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა

06 დეკემბერი 2022, 18:44 715 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და თურქეთში „ნაპოლისთან“ ერთად სრული დატვირთვით ემზადება, – ამის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება და ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ქართველი თავდამსხმელი „მაკრატელას“ ურტყამს. კვარაცხელიას ნოემბრის დასაწყისიდან წელის მწვავე ტკივილი აწუხებდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩი და სერია „ა“-ს ბოლო სამი ტური გამოტოვა. იტალიური გამოცემის ცნობით, კვარაცხელიას საქართველოში კარგად უმკურნალეს. „საქართველოში „ნაპოლის“ სამედიცინო გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებულმა სარეაბილიტაციო თერაპიამ შედეგი გამოიღო და კვარა დაბრუნდა. ამას მოწმობს კლუბის ტვიტი, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ის თურქეთში მოედანზე ლამაზად ურტყამს“.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში