სანქციები მძღოლებს

26 იანვარი 2017, 00:00 3314 ნახვა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება, ადმინისტრირება შესაძლოა გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია.- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა დაინერგოს ქულების სისტემა, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, თან დაკარგავს ქულებსაც და მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება ან შეწყვეტა და გამოცდის თავიდან ჩაბარება. თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ამ სისტემით მძღოლებიც, რომლებიც ჯარიმებს იოლად იხდიან, მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ. 

ამავე კატეგორიაში