ბათუმელმა კიკბოქსიორებმა 6 საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს

06 დეკემბერი 2022, 20:00 1108 ნახვა

ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის ნაკრების წევრები ერევნიდან დაბრუნდნენ, სადაც კიკბოქსინგში „კა ერთის“ (K-1) წესებით გამართულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდნენ. მებრძოლები შეჯიბრებაზე ერთბაშად ორი ორგანიზაციის - „გრიგორიანის საბრძოლო კლუბისა“ და „სომხეთის კიკბოქსინგის ფედერაციის“ მიწვევით იმყოფებოდნენ. საჩემპიონო ქამრებისთვის ბრძოლები ჭაბუკთა შორის გაიმართა და სამივე ბათუმელმა - სანდრო მგელაძემ, ნიკოლოზ სარჯველაძემ და ნიკა მგელაძემ, ორივე ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ბრძოლებში გაიმარჯვეს და ჩვენს ქალაქში ერთბაშად ჩემპიონის ექვსი ქამრით დაბრუნდნენ. გუნდი ამჟამად აკადემიის ბაზაზე საწვრთნელ შეკრებას გადის და საქართველოს თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც 16-18 დეკემბერს თბილისში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში