ბრძოლა ფაროსანასთან - საქართველოს გამოცდილებას აზერბაიჯანი გაიზიარებს

07 დეკემბერი 2022, 10:53 523 ნახვა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით  საქართველოს  გამოცდილებას აზერბაიჯანი გაიზიარებს.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე უკვე შეხვდა აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ მავნებელთან ბრძოლის  წინააღმდეგ  ქართველი  სპეციალისტები   აქტიურად ითანამშრომლებენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან.  

დელეგაციის წევრებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოსანიტარიული ლაბორატორია დაათვალიერეს.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში