აშშ-ს უკრაინა არ წაუხალისებია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მისატანად - ბლინკენი

07 დეკემბერი 2022, 11:02 481 ნახვა

აშშ-ი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად  არც  ახალისებს და არც  ამის შესაძლებლობა აძლევს, თუმცა  მზად  არის  უკრაინელები თავდაცვისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოს - ამის შესახებ ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.  მისი თქმით, რუსეთი ზამთარს იარაღად იყენებს, რადგან ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას იმ მიზნით, რომ მოსახლეობა  გათბობის და შუქის გარეშე დატოვოს. 

ბლინკენი უარყოფს მოსკოვის ბრალდებებს, რომ აშშ-ი და მისი პარტნიორები უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდასხმების შესაძლებლობას აძლევენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში