ქართველი კარატისტების წარმატება პოლონეთში

07 დეკემბერი 2022, 19:54 662 ნახვა

ვარშავაში გამართულ ევროპის აბსოლუტურ ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში ბათუმელმა დავით მსხალაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ევროპის აბსოლუტური ჩემპიონატის ფინალში გასვლა მოახერხა. ის ასევე ტურნირის საუკეთესო მებრძოლადაც დაასახელეს. ჩემპიონატის მეორე დღეს უკვე ახალგაზრდებს შორის ტრადიციული „კოკოროს თასის“ გათამაშება გაიმართა, სადაც ხუთმა ქართველმა იასპარეზა და მათგან ოთხმა, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ნაკრები უკვე დაბრუნდა სამშობლოში და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც დეკემბრის ბოლოს თბილისში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში