აშშ-ის სენატის მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარებს

08 დეკემბერი 2022, 10:24 446 ნახვა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გენოციდად აღიარებს რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

„ეს რეზოლუცია გმობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აქტიურ გენოციდს, მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა აღვკვეთოთ გენოციდის მომავალი აქტები. ასევე, მხარს უჭერს გამოძიებას, რათა ამ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებლები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ", - განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.

რეზოლუციის პროექტი აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, ნატო-სა და ევროკავშირის მოკავშირეებთან ერთად, მხარი დაუჭიროს უკრაინას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში