კიევის მერი მოსახლეობას მძიმე ზამთრის შესახებ აფრთხილებს

08 დეკემბერი 2022, 11:12 498 ნახვა

კიევის მერი უკრაინის დედაქალაქს აპოკალიფსურ ზამთარს უწინასწარმეტყველებს, თუ ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული საჰაერო თავდასხმები  გაგრძელდება.

ვიტალი კლიჩკოს თქმით,  ამ ეტაპზე მოსახლეობის  ევაკუაციის საჭიროება არ დგას. თუმცა ყოფილი მოკრივე ამბობს, რომ  დედაქალაქს შუქისა და გათბობის სრული გათიშვის შემთხვევაში  არ აქვს საკმარისი  თავშესაფრები 3,6 მილიონი მოქალაქის მისაღებად  და სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში  ისინი მზად უნდა იყვნენ ევაკუაციისთვის.

კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა, მოიმარაგონ საკვები და წყალი, ასევე  გათბობის გათიშვის შემთხვევაში სულ მზად ჰქონდეთ ტანსაცმელი და დოკუმენტები სწრაფად გასამგზავრებლად. კიევში მომზადებულია  500 ავტონომიური გათბობის მქონე თავშესაფარი,  თუმცა კლიჩკოს  თქმით, 3 მილიონიანი ქალაქისთვის ეს ზღვაში წვეტია. 

ამჟამად ევაკუაციის საჭიროება არ არის, რადგან ქალაქს მხოლოდ 20%-იანი ენერგოდეფიციტი აქვს და პირობები სტაბილური რჩება-აცხადებს კიევის მერი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში