ზელენსკი რუსული აგრესიის მორიგ მსხვერპლზე საუბრობს

08 დეკემბერი 2022, 11:04 461 ნახვა

ოთხშაბათს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კურახოვოში რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავებულია- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან კურახოვოზე  თავდასხმა შეაფასა, როგორც "ძალიან სასტიკი და აბსოლუტურად მიზანმიმართული". კურახოვო დონეცკის ოლქში მდებარეობს, სადაც 24 თებერვალს  უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის  შემდეგ ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად ზრდის ელექტროენერგიის მიწოდებას, მაგრამ პრობლემები კიევში და რამდენიმე სხვა რეგიონში მაინც რჩება.

პრეზიდენტი აღიარებს, რომ შეუძლებელია ენერგოსისტემის 100%-ით აღდგენა, როგორც ეს იყო რუსული ენერგოტერორის დაწყებამდე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში