მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

09 დეკემბერი 2022, 12:00 706 ნახვა

გადაუვადდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი  თუ დარჩება პატიმრობაში? გადაწყვეტილებას მოსამართლე  გიორგი არევაძე მიიღებს, რომელზეც დამოკიდებული იქნება ენმ-ს სამომავლო სტრატეგია.

სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან სასამართლო სამედიცინო და დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებმაც უნდა განმარტონ როგორ მივიდნენ არსებულ დასკვნამდე, რომელიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის წერილიც გავრცელდა, რომლითაც ვიგებთ, რომ მას დღევანდელ პროცესზე დასწრების სურვილი აქვს. თუმცა ამ ნაწილში სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს ელოდება. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში