პუტინის ომი უკრაინაში

09 დეკემბერი 2022, 19:54 608 ნახვა

ომის მე-10 თვეს რუსეთში 13 000-მდე უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და უფლებამოსილი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებებისა და რეაბილიტაციის საკითხებში დარია გერასიმჩუკი ავრცელებს. მისი თქმით, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამასთან, რუსეთი არ წყვეტს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას, დონეცკის ოლქში გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტის იერიშ 5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 ადამიანი დაიღუპა ბახმუტში, რომელიც ამ დრომდე ცხელ წერტილად რჩება. რაც შეეხება უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმას, „უკრენეგროს“ წარმომადგენლის ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან დღემდე, რუსულმა ძალებმა 1000-ზე მეტი რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს, ენერგეტიკული ობიექტების მიმართულებით. უკრაინის 30%-ზე მეტი ტერიტორია დანაღმულია და მის სრულად გაწმენდად დაახლოებით 10 წელი დასჭირდება, ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა. მერი აკოპიანის თქმით, საუბარია 170 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე, შედარებისთვის ეს არის 4 შვეიცარიის ზომის ფართობი. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დანაღმვაზე ვოლოდიმირ ზელენსკიც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს არის სარაკეტო დარტყმებზე სასტიკი ტერორის ფორმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში