ერდოღანი პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს - Reuters

09 დეკემბერი 2022, 19:55 506 ნახვა

როიტერსის ცნობით, კვირას, 11 დეკემბერს, ერდოღანს ჯერ ვლადიმერ პუტინთან ექნება კომუნიკაცია, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტს დაუკავშირდება. თურქეთის ლიდერი მხარეებთან შავი ზღვის დერეფანში მარცვლეულის ტვირთის დერეფნის შეთანხმებაზე ისაუბრებს. ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით, 22 ივლისს გაფორმდა. მოგვიანებით, რუსეთმა ეს შეთანხმება დატოვა, თუმცა მალევე დაუბრუნდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში