ევროკავშირის სანქციები

10 დეკემბერი 2022, 17:20 558 ნახვა

ევროკავშირის ქვეყნებმა 18 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყიდეს, რომლებიც რუს ოლიგარქებსა და რუსულ კომპანიებს ეკუთვნოდა.

ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი, 3,5 მილიარდი ევრო  ბელგიამ დააყადაღა, რის შემდეგაც მოდის ლუქსემბურგი და გერმანია. 

მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინეს ირლანდიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა.

აქტივების გაყინვას და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას, საერთო ჯამში, 1 241 ფიზიკური პირი და 118 ორგანიზაცია ექვემდებარება უკრაინის კონფლიქტში მათი როლის გამო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში