ბათუმი კარატეში შავი და კასპიის ზღვების ღია ჩემპიონატს მასპინძლობს

10 დეკემბერი 2022, 20:02 738 ნახვა

ბათუმი მეორე დღეა კარატეში შავი და კასპიის ზღვების ღია ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრებაში საქართველოსთან ერთად სპორტსმენები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან თურქეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან მონაწილეობენ.

ტურნირი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, ექვსი წლიდან ვეტერანების ჩათვლით იმართება.

შეჯიბრება როგორც კუმიტეში, ასევე დისციპლინა კატაში ტარდება. ტურნირის დაწყებამდე ქართული მხარის მოწვევით ბათუმში მსოფლიო კარატეს ფედერაციის ლიცენზირებული მსაჯები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ქართველი არბიტრებისთვის სემინარი ჩაატარეს.

ჩემპიონატი ხვალ დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში