სანდრო ბაზაძემ ორლეანის გრან პრის ვერცხლის მედალი მოიპოვა

11 დეკემბერი 2022, 11:36 671 ნახვა

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ქალაქ ორლეანში გამართული გრანპრის ვერცხლის მედალის მფლობელია.

ბაზაძის მეტოქე ფინალში  უნგრელი  3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილაგი იყო, რომელთაც 10:15 წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა.
სანდრომ ვერცხლის მედლამდე, იტალიელი  ჯოვანი რეპეტი, სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ და ასევე იტალიელი  ლუკა კურატოლი დაამარცხა.

ეს სანდრო ბაზაძის კარიერაში პირველი ვერცხლის მედალი იყო გრან პრიზე. აქამდე ქართველს კაიროსა და მონრეალში  ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში