ევროკავშირის დახმარება უკრაინას

11 დეკემბერი 2022, 11:14 885 ნახვა

ევროკავშირის საბჭომ 2023 წლისთვის, უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა.

საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, წინადადება ამ დროისთვის წერილობით დამტკიცდა და ევროპარლამენტს მისაღებად შემდეგ კვირას გადაეცემა.

ფინანსური დახმარება ითვალისწინებს, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და პირველად მხარდაჭერას ომის შემდგომ, ევროინტეგრაციის გზაზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში