მაროკოსა და საფრანგეთის გულშემატკივრებმა პარიზში არეულობა მოაწყვეს

11 დეკემბერი 2022, 10:57 669 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შემდეგ, მაროკოსა და საფრანგეთის გულშემატკივრებმა პარიზში არეულობა მოაწყვეს. ელისეის მინდვრებზე, გულშემატკივრები საფრანგეთისა და მაროკოს გამარჯვებას ზეიმობდნენ, ათასობით ადამიანი მატჩების შემდეგ სკანდირებდნენ და დროშებს აფრიალებდნენ.

პოლიციის მობილიზების მიუხედავად  უფრო მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა. უცხოურ მედიაში გავრცელებულ კადრებში, ხალხი ამსხვრევს მაღაზიების ვიტრინებს და ჩანს შეტაკება პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის, მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში