გრიგოლეთი-ქობულეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 5 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

11 დეკემბერი 2022, 14:50 4054 ნახვა

სამტრედია-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ჯამში 15 კილომეტრზე მოძრაობა გაიხსნა - ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 10-კილომეტრიანი მონაკვეთი, „4-ზოლიანია, 4 ზოლიანია გრიგოლეთი-ქობულეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთიც, რომელიც ურეკის მიმდებარედ, კაპროვანთან იწყება, გაივლის საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენას“ უკან და შეკვეთილში, ქობულეთის შემოვლით გზას უკავშირდება.

მთლიანობაში გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 14.4 კმ-იანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში