ბათუმის საკალათბურთო გუნდი სტუმრად “მეგასთან” დამარცხდა

11 დეკემბერი 2022, 17:27 797 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდი საქართველოს სუპერლიგის მე-8 ტურის მატჩში სტუმრად „მეგას“   დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 82:81 წააგო.  

მასპინძლებს  20 ქულით, 3 მოხსნითა და 5 გადაცემით, რონი როზიემ ულიდერა. ბათუმელთაგან კი,  27ქულით 12 მოხსნითა და 5 გადაცემით კაილი რიდლი გამოირჩა. ამ დროისთვის შავიზღვისპირელები სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 2 მოგებითა და 5 მარცხით მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან.

მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 17 დეკემბერს შინ  „ტიტების“ წინააღმდეგ გამართავს

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში