შსს-მ სალიბაურში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

12 დეკემბერი 2022, 10:15 1557 ნახვა

პოლიციამ აჭარაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა, - ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, კაცმა სანადირო თოფიდან, გასროლით მოკლა 40 წლის ქალი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ლ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 1982 წელს დაბადებული თ. ჯ. პოლიციამ ლ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაული 10- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარაში, სოფელ სალიბაურში ცეცხლსასროლი იარაღით, მამამთილმა რძალი მოკლა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში