საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება

12 დეკემბერი 2022, 11:20 914 ნახვა

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტით განმარტებულია, რომ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით მიმართვის დროებითი უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდებათ.

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით კი, 2018 წელს ისარგებლა 3 120-მა, ხოლო 2019 წელს 7 234-მა მოქალაქემ. მათი განმარტებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1 217-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 3 186-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში