ქუთაისში, პარლამენტის შენობის ბაზაზე IT-ჰაბის შექმნა იგეგმება - ირაკლი ღარიბაშვილი

12 დეკემბერი 2022, 14:21 1080 ნახვა

ქუთაისში, პარლამენტის შენობის ბაზაზე IT-ჰაბის შექმნა იგეგმება - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროექტის პარტნიორი შესაძლოა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდეს.

„მოგეხსენებათ, ქუთაისში პარლამენტის შენობა არის პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩენილი. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იქ IT-მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT-ჰაბი და არა მხოლოდ, ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT-სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ჩვენს ქართველ სტუდენტებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და აქაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. აქვე მინდა აღვნიშნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პარტნიორი ამ პროექტში“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში