რუსეთი 40 წლის წინ დამზადებულ ჭურვებს იყენებს - "Reuters"-ი

13 დეკემბერი 2022, 10:56 450 ნახვა

შეიარაღების მარაგის შემცირების ფონზე რუსეთი იძულებულია 40 წლის წინ წარმოებული საბრძოლო მასალები გამოიყენოს, რომელთა საიმედობაც ძალიან დაბალია - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მათ მიიღეს მოძველებული საბრძოლო მარაგი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მზად არიან გამოიყენონ ძველი საბრძოლო მასალები, რომელთა ნაწილი წარმოებულია 40 წელზე მეტი ხნის წინ“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა.

პენტაგონის შეფასებით, რაკეტებისა და ჭურვების გამოყენების ინტენსივობის ამჟამინდელი დონის შენარჩუნების პირობებში, შედარებით ახლა საბრძოლო მასალის არსენალს რუსული არმია 2023 წლის დასაწყისში ამოწურავს.

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ტვირთავთ საბრძოლო მასალას და აჯვარედინებთ თითებს და იმედოვნებთ, რომ ის გაისვრის, ან როცა დაეშვება, აფეთქდება“, - აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში