ნიდერლანდები მზადაა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ახალი ტრიბუნალი შექმნას

13 დეკემბერი 2022, 11:11 510 ნახვა

ნიდერლანდები მზად არის, შექმნას ახალი, გაეროს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი, რათა განიხილოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საქმე, -  ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირთან ერთად, ნიდერლანდები ეძებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას ტრიბუნალისთვის, ასევე აღნიშნა, რომ  ახალი სასამართლო არ უნდა ჩაერიოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მუშაობაში, რომელიც ასევე მდებარეობს ნიდერლანდებში.

სასამართლო ექსპერტები აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქცია აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით ვრცელდება მხოლოდ წევრ სახელმწიფოებზე და ასევე სახელმწიფოებზე, რომლებიც დათანხმდნენ მის იურისდიქციას, როგორიცაა უკრაინა, მაგრამ არა რუსეთზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ თვეში განაცხადა, რომ საჭირო იქნება ფართო საერთაშორისო მხარდაჭერით ახალი ტრიბუნალის შექმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რომელიც არის აგრესიის დანაშაული, დაუსჯელი არ დარჩეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში