აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - "ამერიკის ხმა"

13 დეკემბერი 2022, 11:02 562 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას ძალიან ახლოდან აკვირდება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით განცხადებაში.

„ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას“, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში