პოლიტიკური კრიზისი მონტენეგროში

13 დეკემბერი 2022, 11:10 470 ნახვა

მონტენეგროს პარლამენტთან ანტისამთავრობო დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის ბარიერის გარღვევა სცადეს და სამართალდამცველებს ქვები ესროლეს. თავის მხრივ, პოლიციელებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მონტენეგროში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც საკონსტიტუციო სასამართლო კვორუმის გარეშე დარჩა.

გასულ თვეში ოპოზიციურმა პარტიებმა ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს. პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების შესახებ კანონს არაკონსტიტუციური უწოდა.  

მონტენეგროს საკონსტიტუციო სასამართლო  ამჟამად არ ფუნქციონირებს, რადგან დეპუტატები მის შემადგენლობაზე ვერ თანხმდებიან, რაც ქვეყანაში კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში