პუტინმა ქვეყანაში ანტიომის განწყობის გამო ტრადიციულ პრესკონფერენციაზე უარი თქვა

13 დეკემბერი 2022, 11:09 426 ნახვა

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, კრემლმა   წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის   ტრადიციული პრესკონფერენცია იმ მიზეზით გააუქმა, რომ კონფლიქტის ფონზე   „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამო უკმაყოფილება არ გამოეთქვათ.  

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ღონისძიებას პუტინი იყენებდა როგორც ღიაობის დემონსტრირებას.   

„მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენციისთვის კითხვები თითქმის  წინასწარ არის გადამოწმებული, ღონისძიების გაუქმება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია მზარდ შეშფოთებასთან რუსეთში ანტიომის განწყობის მატებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად კრემლმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კრემლის ლიდერი ყოველწლიურ პრესკონფერენციას არ გამართავს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში