უკრაინის აღდგენა კაცობრიობის ამოცანაა - შოლცი

13 დეკემბერი 2022, 11:25 410 ნახვა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის აღდგენის ძალისხმევას კაცობრიობის ამოცანად მიიჩნევს. ამის შესახებ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის ფინანსური დახმარების კოორდინაციის ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ ისაუბრა.  

,,ჩვენი მიზანია ამ პლატფორმის სწრაფად შექმნა უკრაინის, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობით. უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება, ალბათ, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მარშალის გეგმასთან შეიძლება“, – განაცხადა შოლცმა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში