უკრაინის პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში

13 დეკემბერი 2022, 10:19 374 ნახვა

პარიზში საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა თავის რეზიდენციაში უკრაინის პრემიერ- მინისტრი დენის შმიგალი  მიიღო. ორი ქვეყნის მთავრობების მეთაურების შეხვედრა საფრანგეთის მიერ ორგანიზებული უკრაინის მაღალი დონის სოლიდარობის კონფერენციის წინა დღეს გაიმართა.

დღეს საერთაშორისო კონფერენციის  დაწყებამდე ელისეის სასახლეში უკრაინის პრემიერი  საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ასევე  საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებს შეხვდება. საფრანგეთში იმყოფება უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც

ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრისას ზელენსკამ მას "უკრაინის დიდი მეგობარი" უწოდა და  მადლობა გადაუხადა საფრანგეთს, რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში