რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე - ზელენსკი

13 დეკემბერი 2022, 11:20 426 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის   განცხადებით,  რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინის საჰაერო თავდასხმების გეგმაზე და ელექტროენერგიის გათიშვა მისი ბოლო იმედია. რუსეთი  განაგრძობს ტერორის  ტაქტიკას.

მტერი ახალი მასიური სარაკეტო დარტყმებისთვის ემზადება, რომელიც   შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს განახორციელოს - აღნიშნა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა  გუშინ  განაცხადა, რომ რუსულმა რაკეტებმა, არტილერიამ და უპილოტო საფრენმა აპარატებმა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში სამიზნეები დაბომბეს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში