უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია-ევროკავშირის საბჭო

13 დეკემბერი 2022, 18:29 587 ნახვა

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალში ევროკავშირშია , - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა იყო აღიარებული და ამ ქვეყნებს მიენიჭათ წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის საბჭომ ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტები იქნება შესრულებული. უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეთა მომავალი ევროკავშირშია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭო აცნობიერებს რეფორმის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, როგორც ეს ხაზგასმული იყო 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომაზე.

„ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და იმ პრიორიტეტების სრულად შესრულება, რომლებიც ჩამოთვლილია ევროკომისიის მიერ ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ევროკავშირის საბჭო ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაძლიერებული იმპლემენტაციის საფუძველზე“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში