ერდოღანი რუსეთს დახმარებისთვის მიმართავს

14 დეკემბერი 2022, 11:06 763 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს სირიასთან თურქეთის საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად მხარდაჭერა სთხოვა. მისივე თქმით, სირიიდან თურქეთის წინააღმდეგ ტერორიზმის საფრთხე მოდის, ამიტომ საზღვრის დაცვა მნიშვნელოვანია. 

„ჩვენი მიზანია 30 კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შექმნა. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამ ტერიტორიებიდან ტერორისტული თავდასხმები ხდება. ბოლო დროს ეს შემთხვევები სერიოზულად გაიზარდა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ეს უპასუხოდ დავტოვოთ, ეს შეუძლებელია. ამ მიზნით, ჩვენ ვთხოვეთ პუტინს მხარდაჭერა ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებაში და, შესაძლოა, მათ განხორციელებაში. ამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა არ შეგვიძლია, რადგან ჩემი ქვეყანა ტერორისტული საფრთხის ქვეშაა“, - განაცხადა ერდოღანმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში