კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში

14 დეკემბერი 2022, 10:09 488 ნახვა

ევროპარლამენტში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 1,5 მილიონი ევროა ამოღებული-აცხადებენ  ბელგიის პოლიციაში და ამოღებული თანხის ფოტოსაც ავრცელებენ.  ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ორი დღის განმავლობაში ცხრამეტ ადგილზე ჩატარდა.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლიდან ამოღებულია 600 ათასი ევრო, 150 ათასი ევრო აღმოჩენილია ევროპარლამენტარის ბინაში, ხოლო კიდევ 750 ათასი ევრო ამოღებულია ბრიუსელის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ფული ჩემოდანში ინახებოდა. ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი ოთხ ადამიანს წაუყენეს, მათ შორის არის ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი.

მათ ბრალი ედებათ ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში. ევა კაილის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ  მიიჩნევს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში