სააპელაციო სასამართლომ ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა

14 დეკემბერი 2022, 13:36 716 ნახვა

"რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოსამართლეთა სამკაციანმა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. 

"ჩვენ სამართლიანობას ვეძებთ, მაგრამ უშედეგოდ ამ ქვეყანაში, იმ ხელისუფლების დროს, ამ ხელისუფლების დროს... აქედან გამომდინარე, მოულოდნელი არაფერი არ იყო. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევწყვეტთ და წავიღებთ შემდეგ ინსტანციაში გასასაჩივრებლად და იქაც თუ იგივე დადგა, მერე უკვე საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავთ. ვითხოვთ ჩვენი წილის, "რუსთავი 2-ის" 60%-ის, ჩემი და ჯარჯი აქიმიძის წილის დაბრუნებას," - აცხადებს დავით დვალი.

სხდომას მხოლოდ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დაესწრო. მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება 30-დღიან ვადაში ჩაბარდებათ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში