აქცია თხილნარში

14 დეკემბერი 2022, 17:45 4519 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში ექვსი და ერთი თვის წინ გარდაცვლილი მოზარდების, ლუკა და ნიკა შაქარაძიეების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ორივე ახალგაზრდა უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა და მოითხოვენ დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება. 6 თვის წინ ლუკა შაქარაძემ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, ხოლო ერთი თვის წინ ნიკა შაქარაძემ დიდი რაოდენობის ფსიქოტროპული ნივთიერება მიიღო. იგი ჯერ კლინიკა მედინაში იქნა გადაყვანილი, შემდეგ კი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ სოფელში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია ხდება, რაც ხელმისაწვდომია ახალგაზრდებისთვისაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში