პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო

15 დეკემბერი 2022, 10:25 454 ნახვა

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი აღიარებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ და ტერორისტული ზომების გამტარებელ სახელმწიფოდ, - ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც პოლონეთის სეიმმა დაამტკიცა.

როგორც მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რუსეთი „სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს წესდებას და უამრავ სხვა ვალდებულებას, თავს ესხმის სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, ომის დანაშაულებებსა და გენოციდს და ჩართულია მტრულ ეკონომიკურ საქმიანობაში, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში.

"რუსეთი პასუხისმგებელია 2014 წლის ივლისში მალაიზიის ავიახაზების რეისის (MH17) ჩამოგდებაზე, როდესაც დაიღუპა 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი და ასევე 2010 წლის აპრილში სმოლენსკში პოლონეთის საჰაერო ძალების რეისის ჩამოვარდნაზე, როდესაც ბორტზე მყოფი 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები, პოლონელი და ნატო-ს სამხედრო მეთაურები და პოლონეთის პარლამენტის წევრები“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში