პირველი თებერვლიდან მანქანის განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება

15 დეკემბერი 2022, 13:26 1705 ნახვა

2023 წლის 1 თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. 

ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის №562 დადგენილება) დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით:

  • მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 - კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) - 30 ლარი;
  • მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) დასატვირთო (N1კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) - 20 ლარი;
  • ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) - 15 ლარი.

ამასთან, პირველი იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტომობილის ტექინსპექტირებისას CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი მცირდება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში