ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტზე შეთანხმდნენ - "Reuters"

16 დეკემბერი 2022, 10:03 398 ნახვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი შეათანხმა, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს.  

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა.

დეტალები, თუ რას შეეხება ახალი სანქციები პარასკევს გასაჯაროვდება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის მომზადება დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში