პრეზიდენტის გადაწყვეტილება

27 იანვარი 2017, 00:00 1356 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა. აღნიშნულზე საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი მიიჩნევს, რომ პროცესის ვერც ერთ ეტაპზე,  პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება, რასაც სხვადასხვა დროს არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

ამავე კატეგორიაში