შეხვედრა მეთევზეობის განვითარების თაობაზე

16 დეკემბერი 2022, 11:20 621 ნახვა

აკვაკულტურის სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების და საქართველოში თევზის წარმოების მდგრადობის გაზრდის მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილეს. საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების საკითხსაც.

მომავალ წელს აკვაკულტურაში უნდა განხორციელდეს ფარტოსშტაბიანი კვლევები, რომლის შემდეგაც საქართველოში უნდა აშენდეს გადამამუშავებელი და თევზის საკვების დამამზადებელი საწარმოები, რათა შეიქმნას ჯანსაღი პროდუქციის წარმოების ერთიანი ჯაჭვი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში